თეგი: ბირთვული საფრთხე

იაპონიის პრემიერ-მინისტრი:  რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენება სულ უფრო რეალური ხდება

იაპონიის პრემიერმინისტრმა, ფუმიო კიშიდამ აშშ-ს ელჩთან ჰიროსიმაში შეხვედრისას აღნიშნა, რომ რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენების პერსპექტივა "სულ უფრო რეალური" ხდება. ამის შესახებ Reuters წერს.  „როდესაც რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენება სულ უფრო რეალური ხდება, მჯერა, რომ ელჩი ემანუელის ვიზიტი ჰოროსიმაში და ბირთვული გამოცდილების რეალობაში ხილვა მნიშვნელოვანი გზავნილია საერთაშორისო საზოგადოებისთვის". - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.  რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა ის ოთხი შემთხვევა დაასახელა, რა დროსაც რუსეთმა შეიძლება „ბირთვული იარაღი“ გამოიყენოს.  22 მარტს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ რუსეთის ფედერაციას შეუძლია ბირთვული იარაღის გამოყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანას „ეგზისტენციალური საფრთხე“ დაემუქრება. ამის შესახებ მან  ამერიკულ ტელეკომპანია CNN-ს დღეს ვრცელი ინტერვიუ მისცა. შეგახსენებთ, უკრაინაში ომის დაწყებიდან მეოთხე დღეს, 27 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა შემაკავებელი ძალების სპეციალურ საბრძოლო მზადყოფნის რეჟიმზე გადასვლის შესახებ ბრძანება გასცა. მოგვიანებით, რიგმა ექსპერტებმა განმარტეს, რომ ეს რუსეთის სტრატეგიული სარაკეტო ძალებისთვის მზადყოფნის უმაღლესი დონეა. რუსეთის პრეზიდენტმა სამხედრო მაღალჩინოსნებთან საუბრისას განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნები რუსეთს „არამეგობრულად მოექცნენ" და უკანონო სანქციები დააწესეს. მალევე, გაეროში აშშ-ის ელჩმა პუტინის გადაწყვეტილებას „მიუღებელი“ უწოდა. ასევე წაიკითხეთ  მედვედევი: რუსეთი ბირთვულ იარაღს ოთხ შემთხვევაში გამოიყენებს  პუტინმა ბირთვული ძალები „სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანა.  პუტინი ბირთვული იარაღის გამოყენებით ირიბად დაიმუქრა, რითაც უკრაინაზე პოლიტიკურ ზეწოლას ახდენს - მეთიუ ბრაიზა ლავროვი ბირთვული იარაღის გამოყენებაზე: უფლებას არ მივცემთ, გვაიძულონ წონასწორობიდან გამოსვლა  რამდენად რეალურია რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე - თენგიზ ფხალაძის ხედვა  

აშშ-მ კრემლი გააფრთხილა, რომ უკრაინაში, ბირთვული იარაღის გამოყენებას, რუსეთისთვის „კატასტროფული შედეგები“ მოჰყვება

ამერიკის შეერთებული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ პირადად განუცხადა კრემლს, რომ უკრაინაში, ბირთვული იარაღის გამოყენებას, რუსეთისთვის „კატასტროფული შედეგები“ მოჰყვება, ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა განაცხადა. სალივანის თქმით, აშშ-მ საჯაროდ, მკაფიოდ დააფიქსირა პოზიცია, რომ „გადამწყვეტად იმოქმედებდა“, თუ რუსეთი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს და რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას ქვეყნისა და მისი დემოკრატიის დასაცავად“. „ეს ბირთვული საფრთხეები არის საკითხი, რომელიც სერიოზულად უნდა მივიღოთ“, - განაცხადა სალივანმა CBS-სთან ინტერვიუში.  „ჩვენ უშუალოდ, პირადად ძალიან მაღალ დონეზე გვქონდა კომუკაცია კრემლთან იმის შესახებ, რომ ბირთვული იარაღის ნებისმიერი გამოყენება, რუსეთისთვის კატასტროფულ შედეგებს მოიტანს“, - განაცხადა ჯეიკ სალივანმა. 21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება. სატელევიზიო მიმართვისას, ვლადიმერ პუტინმა დასავლეთი ბირთვულ შანტაჟში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს.

უკრაინის უშიშროების საბჭომ მოქალაქეების მიმართ ინსტრუქციები შეიმუშავა იმ შემთხვევისთვის, თუ რუსეთი ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს

ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭო უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ბირთვული თავდასხმის შემთხვევაში, მოქალაქეების სამოქმედო ინსტრუქციებს მალე გამოაქვეყნებს. ამის შესახებ უწყების ხელმძღვანელმა ოლექსი დანილოვმა განაცხადა. „საუბარია ტაქტიკურ იარაღზე. ჩვენ შევიმუშავეთ ინსტრუქციები NSDC-ის აპარატში, რომელიც უახლოეს დღეებში შეძლებისდაგვარად გასაჯაროვდება", - განაცხადა დანილოვმა. ამავე დროს, დანილოვმა აღნიშნა, რომ ბირთვული ძალები იღებენ პასუხისმგებლობას ბირთვული თავდასხმების თავიდან აცილებაზე. ბლინკენის თქმით, უკრაინას შეუძლია, გამოიყენოს აშშ-ის მიერ მიწოდებული იარაღი იმ ტერიტორიებზეც, რომლებიც რუსეთმა შეიძლება, მალე ანექსირებულად გამოაცხადოს მისივე თქმით, უკრაინელებს საკუთარი ტერიტორიების დაცვისგან ატომური იარაღიც ვერ შეაჩერებს. ცნობისთვის, 21 სექტემბერს, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. სატელევიზიო მიმართვისას, მან დასავლეთი ბირთვულ შანტაჟში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს. 23 სექტემბერს, რუსეთის მარიონეტულმა რეჟიმებმა უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში, რუსეთთან შეერთების შესახებ ფსევდორეფერენდუმის დაწყების შესახებ განაცხადეს. ყალბი რეფერენდუმების შედეგების გამოცხადებას 27-28 სექტემბერს გეგმავენ. მედვედევი: რუსეთს უფლება აქვს, გამოიყენოს ბირთვული იარაღი საჭიროების შემთხვევაში უკრაინის და მისი დასავლელი პარტნიორების ცნობით, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლებს, აიძულებენ რუსეთთან შეერთებას ყალბ რეფერენდუმებზე მისცენ ხმა.  დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, პუტინმა შესაძლოა, ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიების ანექსია 30 სექტემბერს გამოაცხადოს.

Politico: აშშ რუსული ბირთვული საფრთხეების საპასუხოდ, ზომებს აძლიერებს

ვლადიმერ პუტინის მიერ უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენების ბრძანების რაიმე ნიშნებს, ყურადღებით აკვირდებიან. ამის შესახებ Politico ამერიკის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს. გამოცემა 5 წყაროზე მიუთითებს, მათ შორის მოქმედსა და ყოფილ ოფიციალურ პირებს ასახელებს. მედია წერს, რომ პუტინის მუქარა ბირთვული დარტყმის შესახებ უკრაინაზე ან თუნდაც NATO-ზე, რომელიც დიდი ხანია, ბლეფად იყო მიჩნეული, უფრო სერიოზულად აღიქმება მას შემდეგ, რაც მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ თავდასხმები რუსეთის მიერ ანექსირებულ უკრაინის ტერიტორიებზე, რუსეთზე თავდასხმად განიხილება. CNN: თეთრი სახლი $35 მილიონს ითხოვს უკრაინის ბირთვული უსაფრთხოებისთვის ყალბი რეფერენდუმის შედეგები მარიონეტულმა რეჟიმებმა უკვე გამოაცხადეს და მოსალოდნელია, რომ რუსეთი უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიას გამოაცხადებს. ბლინკენის თქმით, უკრაინას შეუძლია, გამოიყენოს აშშ-ის მიერ მიწოდებული იარაღი იმ ტერიტორიებზეც, რომლებიც რუსეთმა შეიძლება, მალე ანექსირებულად გამოაცხადოს ცნობისთვის, 21 სექტემბერს, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. სატელევიზიო მიმართვისას, მან დასავლეთი ბირთვულ შანტაჟში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს. რამდენი ბირთვული იარაღი აქვს რუსეთს მედვედევი: რუსეთს უფლება აქვს, გამოიყენოს ბირთვული იარაღი საჭიროების შემთხვევაში ბირთვული ომი ვერ იქნება მომგებიანი და რუსეთს ეს ძალიან ნათლად უნდა ესმოდეს, მაშინ როცა, მისი ლიდერები სულ უფრო მეტად მიმართავენ სახიფათო „ბირთვულ“ რიტორიკას. ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა 27 სექტემბერს განაცხადა. კრემლის პროპაგანდისტების აზრით, „რეფერენდუმები“ და შემდგომი ანექსია ტერიტორიებს რუსეთს „დაუკანონებს“, რაც რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმად ჩაითვლება, ამასთან, დასავლეთი უკრაინის ძალისხმევას ქვეყნის დეოკუპაციის შესახებ, მხარდაჭერას უცხადებს.  

ოლექსი დანილოვი: თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, გლობალური პასუხი იქნება მყისიერი და რადიკალური

მსოფლიო საზოგადოება უკრაინის წინააღმდეგ ომში, რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენებას, რადიკალურად უპასუხებს. ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნმა ოლექსი დანილოვმა განაცხადა.  „თუ ერთი ბირთვული იარაღი მაინც იქნება გამოყენებული უკრაინის წინააღმდეგ, მაშინ გლობალური პასუხი იქნება მყისიერი და აბსოლუტურად რადიკალური. ამაში დარწმუნებული ვარ. და როცა იტყვიან, რომ გადაგვყლაპავენ და პასუხი არ იქნება, მაშინ მინდა ვთქვა, რომ ეს არ არის მშვიდი 2014 წლის მშვიდი ანექსია. ეს იქნება ატომური იარაღის პირველი გამოყენება ისტორიაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ“, - აღნიშნა დანილოვმა. რამდენი ბირთვული იარაღი აქვს რუსეთს მისი თქმით, მსოფლიომ უნდა უპასუხოს რუსეთის მსგავს გადაწყვეტილებას და ის აუცილებლად უპასუხებს. შეგახსენებთ, ადრე ამერიკელმა გენერალ-ლეიტენანტმა ბენ ჰოჯსმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ შეერთებულ შტატებზე ბირთვული დარტყმების განხორციელების შემთხვევაში, მათ შეუძლიათ დარტყმა მიაყენონ სამხედრო ბაზებს ოკუპირებულ ყირიმში. იენს სტოლტენბერგი რუსეთს „სახიფათო ბირთვული რიტორიკის“ გამო აფრთხილებს 21 სექტემრბის სატელევიზიო მიმართვისას, ვლადიმერ პუტინმა დასავლეთი ბირთვულ შანტაჟში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს. ენტონი ბლინკენი: რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში, აშშ-ს სამოქმედო გეგმა აქვს ამავე დღეს პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.  

სტოლტენბერგი: რუსეთს უნდა ესმოდეს, რომ ბირთვული ომის მოგება შეუძლებელია

„პუტინის ბირთვული რიტორიკა საშიშია... ჩვენ ვაკვირდებით რას აკეთებს რუსეთი", - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.  რამდენი ბირთვული იარაღი აქვს რუსეთს „რუსეთს უნდა ესმოდეს, რომ ბირთვულ ომს ვერ მოიგებს და არ უნდა დაიწყოს", - აღნიშნა სტოლტენბერგმა.  მედვედევი: რუსეთს უფლება აქვს, გამოიყენოს ბირთვული იარაღი საჭიროების შემთხვევაში 21 სექტემრბის სატელევიზიო მიმართვისას, ვლადიმერ პუტინმა დასავლეთი ბირთვულ შანტაჟში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს. ენტონი ბლინკენი: რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში, აშშ-ს სამოქმედო გეგმა აქვს ამავე დღეს პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.  

ლოიდ ოსტინი: აშშ, რუსეთის ბირთვულ ძალებში მიმდინარე მცირე ცვლილებებსაც კი, 24/7-ზე აკვირდება

ამერიკის შეერთებული შტატები უგუნირად და სშიშად მიჩნევენ პუტინის რიტორიკასა და მუქარას ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ, მაგრამ 24/7-ზე აკვირდებიან იმ ნიშნებს, რაც დაადასტურებს, რომ რუსეთი ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად ემზადება.    ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა დღეს ბრიუსელში საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.    „ჩვენ ამ საკითხს ვუყურებთ სერიოზულად. ჩვენი ყურადღება ფოკუსირდება ყველა მნიშვნელოვან გაფრთხილებაზე, რომელიც შესაძლებელს ხდის, რომ [პუტინმა] მიიღოს გადაწყვეტილება და სხვა მიმართულებით წავიდეს“, - აღნიშნა ოსტინმა.    ამასთან ოსტინმა აღნიშნა, რომ ამ დროისთვის აშშ „არ ხედავს იმის ნიშნებს, რაც დაგვარწმუნებს, რომ რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენებას გეგმავს. თუმცა ეს არაა ის საკითხი, როცა ერთი შეხედვით დამშვიდდები“, - აღნიშნა ოსტინმა.  აშშ-ს არ აქვს ინფორმაცია იმის დასადასტურებლად, რომ რუსეთს შესაძლოა, ტაქტიკური ბირთვული იარაღი სარკინიგზო გზით გადაჰქონდეს. ამის შესახებ პენტაგონის წარმომადგენელმა განაცხადა. მისივე თქმით, პენტაგონი ყურადღებით აკვირდება რუსეთის ბირთვულ ძალებს. „ჩვენ არ გვინახავს რაიმე ცვლილება რუსეთის პოზიციებთან დაკავშირებით, მაგრამ NATO და მოკავშირეები ფხიზლად რჩებიან”, - განუცხადა თავის მხრივ, NATO-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა Reuters-ს. The Times: პუტინი ბირთვული იარაღის გამოცდისთვის ემზადება 3 ოქტომბერს, დიდი ბრიტანეთის დაზვერვის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ პუტინმა უკრაინაში ბირთვული იარაღი გამოიყენოს. გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მდივანმა ბენ უოლესმა განაცხადა, რომ ბირთვული იარაღის გამოყენება მიუღებელი იქნებოდა მოსკოვის მოკავშირეებისთვის ინდოეთისა და ჩინეთისთვის. თუმცა მისივე თქმით, ამ დრომდე პუტინის ქმედებები ირაციონალურია. ცნობისთვის, 21 სექტემბერს, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. სატელევიზიო მიმართვისას, მან დასავლეთი ბირთვულ შანტაჟში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს. ენტონი ბლინკენი: რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში, აშშ-ს სამოქმედო გეგმა აქვს აშშ-ის ოფიციალური პირები მოუწოდებენ წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებს, განახორციელონ ზეწოლა რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინზე და გააფრთხილონ, რომ ბირთვული იარაღის გამოყენებას მკაცრი ეკონომიკური და დიპლომატიური პასუხი მოჰყვება, იუწყება Politico პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წყაროებზე დაყრდნობით. ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთს ბირთვული შანტაჟის გაგრძელების შესაძლებლობა არ უნდა მივცეთ ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.